• 18-06-2023
    პრემიერ ლიგის კალენდარი გამოქვეყნდა - ვის წინააღმდეგ გახსნის "იუნაიტედი" სეზონს
    პრემიერ ლიგის კალენდარი გამოქვეყნდა - ვის წინააღმდეგ გახსნის "იუნაიტედი" სეზონს
    Author of the article
    Aa

    პრემიერ ლიგის 2023/24 წლების სეზონის კალენდარი უკვე ოფიციალურად გამოქვეყნდა.

    "მანჩესტერ იუნაიტედი" ახალ სეზონს ოლდ ტრაფორდზე, "ვულვზთან" მატჩით გახნის, რომელიც 14 აგვისტოს გაიმართება.

    აღსანიშნავია, რომ მეორე და მეოთხე ტურებში "იუნაიტედს" ლონდონში მოუწევს გამგზავრება, სადაც "ტოტენჰემსა" და "არსენალს" შეხვდება.

    "ლივერპულთან" პირველი მატჩი 16 დეკემბერს შედგება (ენფილდი), "მანჩესტერ სიტისთან" კი 28 ოქტომბერს (ოლდ ტრაფორდი).

    "მანჩესტერი" სეზონის ბოლო შეხვედრას 19 მაისს, ამექსზე, "ბრაიტონის" წინააღმდეგ ჩაატარებს.

    Facebook კომენტარები