• 19-06-2023
    “ის ერთი ფეხბურთელები ხართ, ვიცი ყველაფერი გამოგივათ” - კაშია 21-წლამდე ნაკრების ბიჭებს მიმართავს
    “ის ერთი ფეხბურთელები ხართ, ვიცი ყველაფერი გამოგივათ” - კაშია 21-წლამდე ნაკრების ბიჭებს მიმართავს

    ქართულ ა ფეისბუქ გვერდმა, Matchday-მ გურამ კაშიას 21-წლამდე მოთამაშეებისთვის მიძღვნილი მიმართვა გააჟღერა:

    “ეს თაობა ფეხბურთს სხვანაირად უდგება. ჩვენგან განსხვავებით, ამ თაობას მეტი თვითრწმენა აქვს. "თავხედები" არიან და არ არსებობს მეტოქე, რომლისაც ერიდებათ. პროფესიონალები არიან და იციან, რამდენად მნიშვნელოვანია მატჩამდე სწორი განწყობის შექმნა.

    ნუ იფიქრებთ იმაზე, რომ ჯგუფიდან უნდა გახვიდეთ... არა, უბრალოდ ითამაშეთ თქვენი ფეხბურთი, ისიამოვნეთ, შესაძლებლობების მაქსიმუმი გამოავლინეთ და რაც იქნება, იქნება. ისეთი ფეხბურთელები ხართ, ვიცი, ყველაფერი გამოგივათ”. - განაცხადა კაშიამ.

    ცნობისთვის, 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატი 21 ივნისს აიღებს სტარტს.

    Facebook კომენტარები