• 02-02-2024
    "ეს პატარა ბავშვივით მიხარია" - ხოსელუმ მატჩის შემდეგ ისაუბრა
    "ეს პატარა ბავშვივით მიხარია" - ხოსელუმ მატჩის შემდეგ ისაუბრა
    Author of the article
    Aa

    როგორც მოგეხსენებათ, ლა ლიგის 22-ე ტურში მადრიდის "რეალმა" "ხეტაფე" ხოსელუს დუბლით დაამარცხა. 

    მატჩის შემდეგ, 33 წლის ესპანელმა მედიასთან თავის მადრიდულ კარიერაზე ისაუბრა: 

    "ჩემთვის ეს ყოველივე ოცნებაა, მაქვს პატივი, რომ დღეს აქ ვიყო და მივიღო სიამოვნება" 

    "ამაყი ვარ ყველაფრით, რაც ჩემს ცხოვრებაში გამიკეთებია, რადგან მე "რეალში" მოხვედრა მოვახერხე. ეს პატარა ბავშვივით მიხარია", - თქვა ესპანელმა.

    Facebook კომენტარები