• 02-02-2024
    "ეს არის მიზეზი, რატომაც ჩაკვე ძალიან მიყვარს", - ვოტფორდის მწვრთნელი
    "ეს არის მიზეზი, რატომაც ჩაკვე ძალიან მიყვარს", - ვოტფორდის მწვრთნელი

    როგორც მოგეხსენებათ, "ოუტფორდის" ქართველი ნახევარმცველი, გიორგი ჩაკვეტაძე ოფიციალურად ინგლისური კლუბის საკუთრებაა. 

    მხარეებს შორის 3-წლიანი კონტრაქტი გაფორმდა. ამასთან დაკავშირებით, "უოტფორდის" მთავარმა მწვრთნელმა, ვალერიან ისმაელმა ისაუბრა: 

    "გიორგი პირველივე დღიდან ძალიან მიყვარს, ის ყველას უყვარს, იმიტომ რომ ჩაკვეს თავის თამაშზე კარგი დამოკიდებულება აქვს. და მისთვის იმის ცოდნა, რომ ეს თავისი სახლია ძალიან კარგია". 

    ცნობისთვის, ქართველს ინგლისური კლუბის რიგებში 24 მატჩი აქვს ჩატარებული, თავი კი 1 გოლითა და 2 ასისტით აქვს გამოჩენილი. 

    მიუხედავად არც თუ ისე შთამბეჭდავი სტატისტიკისა ბოლო პერიოდია გიორგი გუნდის ერთ-ერთ მთავარ ფიგურად ყალიბდება და თავის კარგ ფორმას აჩვენებს.

    Facebook კომენტარები