• 02-02-2024
    "ის დაიბადა იმისთვის, რომ ფეხბურთი ითამაშოს, შენ კი..." - კვარაცხელიამ რონალდუზე ისაუბრა
    "ის დაიბადა იმისთვის, რომ ფეხბურთი ითამაშოს, შენ კი..." - კვარაცხელიამ რონალდუზე ისაუბრა

    "ნაპოლის" ქართველმა სუპერვარსკვლავმა, ხვიჩა კვარაცხელიამ მისი საფეხბურთო კუმირის, კრიშტიანუ რონალდუს შესახებ ისაუბრა:

    "რონალდუ როგორც ფეხბურთელი ძალიან დიდია და მას იმიტომ ვაღმერთებდი, რომ როცა გყავს ოპონენტის, როგორიც მესია და თითქმის ყველა სეზონში ერთ დონეზე იყვნენ ხოლმე ძალიან რთულია კონკურენცია გაუწიო"

    "იმიტომ, რომ ადამიანი დაიბადა იმისთვის, რომ ფეხბურთი ითამაშოს, შენ კი ამ ადამინს კონკურენციას უწევ, ბევრს შენ ურჩევნიხარ"

    "ამის გამო ვაფასებდი, მისი პროფესიონალიზმით ამდენს, რომ მიაღწია. თან ისეთ ოჯახში გაიზარდა, რომ რთული ცხოვრება ჰქონდა"

    "ჩემთვის აიდოლი იყო და ძაან ბევრი სიამოვნება მომანიჭა მისი თამაშით და მისი გოლებით"

    "არაბეთში წასვლის შემდეგ მის თამაშს ვეღარ ვუყურებ, თუმცა გოლებს ვნახულობ", - თქვა კვარამ.

    Facebook კომენტარები