• 02-02-2024
    ლაპორტა: "ჩავის ადგილზე სხვა რომ ყოფილიყო, ამას ვიზამდი"
    ლაპორტა: "ჩავის ადგილზე სხვა რომ ყოფილიყო, ამას ვიზამდი"
    Author of the article
    Aa

    "ბარსელონას" პრეზიდენტმა, ჟოან ლაპორტამ RAC1-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა, სადაც ბევრ საკითხს შეეხო. ცხადია, "ლურჯ-ბროწეულისფერთა" მმართველს ჩავი ერნანდესისა და გუნდის მომავალი მთავარი მწვრთნელის შესახებაც მოუწია.

    როგორც ლაპორტას განცხადებებიდან ვასკვნით, ჩავის სეზონის ბოლომდე გაშვება არ განიხილება.

    "ჩავიმ მითხრა, რომ წასვლა საუკეთესო გამოსავალი იყო, თანამდებობას ტოვებდა და კონტრაქტით გათვალისწინებულ 1 წლის შემოსავალზე უარს იტყოდა.

    ჩავის ვუთხარი, რომ ამ ფორმულას - 30 ივნისამდე დარჩენას - მხოლოდ იმიტომ ვთანხმდებოდი, რომ ის ჩავი იყო. ნებისმიერ სხვა მწვრთნელს ახლავე დავემშვიდობებოდი, მაგრამ მას თანამდებობიდან არ გავათავისუფლებ. ჩავი პრესისგან მეტ დახმარებას იმსახურებდა.

    ახალი მწვრთნელი? რამდენიმე ვარიანტი განიხილება, თუმცა ყველაფერი დეკუს ხელშია," - თქვა ლაპორტამ.

    შეგახსენებთ, რომ ჩავის "ლურჯ-ბროწეულისფერნი" 2021 წლის ნოემბერში ჩააბარეს. მან გუნდს ლა ლიგა და ესპანეთის სუპერთასი მოაგებინა.

    Facebook კომენტარები