• 03-02-2024
    რაფინიას მომავალი გაურკვეველია - საიდან დაუკავშირდნენ ბრაზილიელს
    რაფინიას მომავალი გაურკვეველია - საიდან დაუკავშირდნენ ბრაზილიელს
    Author of the article
    Aa

    ლამინ იამალის პროგრესმა რაფინიას მომავალი ბურუსით მოცული გახადა, - იუწყება Relevo-ს ჟურნალისტი ალექს პინტანელი.

    ბრაზილიელ გარემარბს "ბარსელონაში" უნდა დარჩენა, მაგრამ მას მსურველებიც მრავლად ჰყავს, რაც "ლურჯ-ბროწეულისფერთათვის" შეიძლება დიდი ცდუნება იყოს.

    27 წლის ფეხბურთელის წარმომადგენლებს უკვე დაუკავშირდნენ ლონდონის "ტოტენჰემიდან". კონტაქტი შედგა ინგლისის პრემიერ ლიგის სხვა კლუბებთანაც.

    უნდა ვივარაუდოთ, რომ "ბარსა" რაფინიასთან დაკავშირებულ შეთავაზებებს აუცილებლად მოუსმენს.

    ცნობისთვის, "ბლაუგრანას" შვიდიანი ახლა ტრავმირებულია. მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 20 მატჩში მან თავი 4 გოლითა და 7 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.

    Facebook კომენტარები