• 08-02-2024
    ვიტორ როკეს შესაძლოა წითელი ბარათი გაუუქმონ
    ვიტორ როკეს შესაძლოა წითელი ბარათი გაუუქმონ

    როგორც მოგეხსენებათ, კატალონიის “ბარსელონას” 18 წლოს ბრაზილიელმა შემტევი, ვიტორ როკე ლა ლიგის 23-ე ტურის შეხვედრაში “ალავესის” წინააღმდეგ საკმაოდ საეჭვოდ გააძევეს.

    გავლენიანი სპორტული სააგენტოს, Mundo Deportivo-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “ბარსელონამ” აღნიშნული გაძევება გაასაჩივრა.

    როგორც ირკვევა, კომიტეტმა “ბარსელონას” მოთხოვნა დააკმაყოფილა და როკეს მეორე ყვითელი ბარათი მოუხსნა.

    ცნობისთვის, “ბარსელონა” მომდევნო მატჩს 12 იანვარს “გრანადას” წინააღმდეგ ჩაატარებს.

    Facebook კომენტარები