• 09-02-2024
    "ხვიჩას აგენტმა კონტრაქტთან დაკავშირებით ეს მითხრა" - დე ლაურენტისის განცხადება
    "ხვიჩას აგენტმა კონტრაქტთან დაკავშირებით ეს მითხრა" - დე ლაურენტისის განცხადება
    Author of the article
    Aa

    როგორც მოგეხსენებათ, ხვიჩა კვარაცხელიას კონტრაქტთან დაკავშირებით დიდი ხანია, რაც საუბრები მიმდინარეობს.

    ამ საკითხზე მედიასთან კომენტარი "ნაპოლის" პრეზიდენტმა, აურელიო დე ლაურენტისმა გააკეთა.

    "სამი თვის წინ ფეხბურთელის გარემოცვას დავუკავშირდი. შევიკრიბეთ ჩემს კაბინეტში და ვაცნობე, რისი გაკეთება მსურდა ხელშეკრულების გასახანგრძლივებლად.

    "კვარაცხელიას აგენტმა მითხრა, რომ არ ინერვიულო, კვარა თავს კარგად გრძნობს და ამ საკითხზე ჩემპიონატის დასრულების შემდეგ დავილაპარაკოთო", - თქვა "პარტენოპეის" პრეზიდენტმა.

    აქვე გეტყვით, რომ ხვიჩას "ნაპოლისთან" კონტრაქტი 2027 წელს ეწურება.

    Facebook კომენტარები