• 09-02-2024
    SPORT: ენცომ საკუთარი თავი "ბარსას" შესთავაზა
    SPORT: ენცომ საკუთარი თავი "ბარსას" შესთავაზა
    Author of the article
    Aa

    ენცო ფერნანდესმა საკუთარი თავი "ბარსელონას" შესთავაზა, - ირწმუნება SPORT.

    ესპანური გამოცემა ბრიტანულ პრესაში ადრე გავრცელებულ ინფორმაციას ეყრდნობა და იმეორებს, რომ არგენტინელ ნახევარმცველს ლონდონის "ჩელსიდან" უნდა წასვლა.

    არადა, "ასტონ ვილასთან" გატანილი ულამაზესი გოლის მაისურის გახდით აღნიშვნა ბევრმა ენცოს პირდაპირ განცხადებად აღიქვა, რომ იგი "არისტოკრატების" დატოვებას არ აპირებს.

    მიუხედავად იმისა, რეალურია თუ არა SPORT-ის გაჟღერებული ცნობები, ენცოს "ბლაუგრანაში" გადაბარგება მაინც რთულად სავარაუდოა, ისევ და ისევ კლუბის მძიმე ფინანსური მდგომარეობის გამო.

    შეგახსენებთ, რომ ენცო "ჩელსიმ" 2023 წლის იანვარში, 121 მილიონ ევროდ შეიძინა. ფერნანდესმა "ჩელსის" მაისური სულ 50 მატჩში მოირგო, თავი კი 6 გოლითა და 3 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.

    Facebook კომენტარები