• 10-02-2024
    ალექსანდრ-არნოლდმა ინგლისის პრემიერ ლიგის რეკორდი დაამყარა
    ალექსანდრ-არნოლდმა ინგლისის პრემიერ ლიგის რეკორდი დაამყარა
    Author of the article
    Aa

    "ლივერპულის" 25 წლის ვარსკვლავი, ტრენტ ალექსანდრ-არნოლდი გახდა ინგლისის პრემიერ ლიგის რეკორდსმენი მცველების მიერ გაკეთებული საგოლე გადაცემების მიხედვით.

    ტრენტმა "ბარნლისთან" გამართულ მატჩში ასისტი დიოგუ ჟოტას, კუთხურიდან გაუკეთა. ინგლისელისთვის ეს 58-ე საგოლე პასი გახლდათ. მას მერე, რაც პრემიერ ლიგა დაარსდა (1992/1993), ამდენი ასისტით თანაგუნდელი არცერთ მცველს მოუმარაგებია.

    სხვათა შორის, "ლივერპულის" 66-ე ნომერმა თანაგუნდელს, ენდი რობერტსონს გადაასწრო, რომლის ანგარიშზეც 57 პასია.

    ხოლო იქამდე, სანამ "წითლების" ფლანგების მცველები დაიწყებდნენ რეკორდზე ნადირობას, იგი მეორე ლივერპულური გუნდის, "ევერტონის" ლეგენდას, ლეიტონ ბეინსს ეკუთვნოდა.

    ტრენტისთვის რეკორდის მომტანი მატჩი ბოლომდე სასიამოვნო მაინც ვერ გამოდგა, რადგან მას მოედნის დატოვება შესვენებისას მოუწია. მან დისკომფორტი იგრძნო, მაგრამ მეტი დეტალი ჯერ დაზუსტებულა.

    აქვე გეტყვით, რომ იურგენ კლოპის ბიჭებმა "ბარნლის" ორბურთიანი სხვაობით, 3:1 მოუგეს. გარდა ჟოტასა, გოლები ლუის დიასმა და დარვინ ნუნიესმაც მიითვალეს.

    Facebook კომენტარები