• 13-02-2024
    რონალდ არაუხო ისვენებს! - რა არის ამის მიზეზი
    რონალდ არაუხო ისვენებს! - რა არის ამის მიზეზი

    როგორც მოგეხსენებათ, კატალონიის “ბარსელონამ” ლა ლიგის 24-ე ტურის შეხვედრაში შინ “გრანადა” მიიღო.

    აღნიშნულ შეხვედრაში 24 წლის მცველს, რონალდ არაუხოს მონაწილეობა არ მიუღია.

    საქმე იმაშია, რომ რონალდს კუნთის მცირე დაზიანება აქვს, რის გამოც დღევანდელი ვარჯიშიც გამოტოვა.

    გავლენიანი სპორტული ჟურნალისტის, ხავი მიგელის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, არაუხო იანვარში და თებერვალში ძალიან დაიტვირთა, რის გამოც დასვენება აუცილებელი იყო.

    ცნობისთვის, 24 წლის მცველი 17 თებერვალს “სელტა ვიგოს” წინააღმდეგ გასამართ შეხვედრაში დაბრუნდება.

    Facebook კომენტარები