• 15-02-2024
    "იუნაიტედის" წარმომადგენლები მაიკლ ოლისეს ტრანსფერზე თანხმდებიან - რომანო
    "იუნაიტედის" წარმომადგენლები მაიკლ ოლისეს ტრანსფერზე თანხმდებიან - რომანო
    Author of the article
    Aa

    "მანჩესტერ იუნაიტედი" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისთვის მონახაზს აკეთებს და რამდენიმე ფეხბურთელს არჩევს.

    ფაბრისიო რომანოს ინფორმაციით, გუნდის ერთ-ერთი მთავარი სამიზნე "კრისტალ პალასის" ფრანგი შემტევი მაიკლ ოლისე იქნება.

    კლუბის ახალმა ანალიტიკოსებმა უკვე დაადასტურეს ოლისეს ტრანსფერი და კლუბს მისი შეძენა ურჩიეს.

    საბოლოო გადაწყვეტილება დენ ეშვორტმა უნდა მიიღოს, რომელიც კლუბის ახალი სპორტული დირექტორი სულ მალე გახდება.

    პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში 22 წლის ოლისემ 11 მატჩი ჩაატარა. მის ანგარიშზე 6 გოლი და 3 საგოლე პასია.

    Facebook კომენტარები