• 15-02-2024
    სრული სიგიჟე! - ხვიჩა კვარაცხელია “ბარსელონას” რადარზეა
    სრული სიგიჟე! - ხვიჩა კვარაცხელია “ბარსელონას” რადარზეა

    როგორც მოგეხსენებათ, კატალონიის “ბარსელონა” ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე გაძლიერებას გეგმავს.

    გავლენიანი სპორტული ჟურნალისტის, ფერნარდო პოლოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ხვიჩა კვარაცხელია “ბარსელონას” სამიზნეა.

    “ლურჯ-ბროწეულისფერები” ზაფხულში არჩევანს გაბრიელ მარტინელის, ხვიჩა კვარაცხელიასა და კაორუ მიტომას შორის შეაჩერებენ.

    ცნობისთვის, ხვიჩა კვარაცხელიას გავლენიანი გამოცემა Transfermarkt 80 მილიონ ევროდ აფასებს.

    Facebook კომენტარები