• 18-02-2024
    ვინ არის ილია თოფურიას უმშვენიერესი რჩეული - წყვილი პირველ შვილს ელოდება
    ვინ არის ილია თოფურიას უმშვენიერესი რჩეული - წყვილი პირველ შვილს ელოდება

    UFC-ის ქართველი მებრძოლი, ილია თოფურია ალექსანდრ ვოლკანოვსკისთან საჩემპიონო ბრძოლისთვის ემზადება, შესაბამისად, თანამემამულეების მთელი ყურადღება ანაჰეიმისკენაა მიმართული.

    ილია თოფურია დაიბადა ჰალე ვესტფალენში, გერმანიაში, ქართველი მშობლების ოჯახში.

    შვიდი წლის ასაკში ოჯახთან ერთად საცხოვრებლად საქართველოში გადავიდა, სადაც სკოლაში დაიწყო ბერძნულ-რომაული ჭიდაობის ვარჯიში.

    2012 წელს, როცა თოფურია თხუთმეტი წლის იყო, მისი ოჯახი საცხოვრებლად გადავიდა ესპანეთის ქალაქ ალიკანტეში, სადაც მან დაიწყო ვარჯიში დაიწყო საბრძოლო ხელოვნებაში, „კლიმენტ კლუბში“. ის და მისი ძმა ალექ­სან­დრე პირ­ვე­ლი ქარ­თვე­ლე­ბი არი­ან, ვინც ჯიუ-ჯიცუს შავი ქამ­რის მფლო­ბე­ლე­ბი გახ­დნენ.

    27 წლის ილია თო­ფუ­რია პირ­ვე­ლად შე­ვი­და ტი­ტუ­ლო­ვან წრე­ში: ის UFC-ში 2020 წლი­დან ასპა­რე­ზობს და რე­კორ­დი 6-0 აქვს დამ­ყა­რე­ბუ­ლი.

    თოფურიას სოციალური ქსელებიდან მისი პირადი ცხოვრების შესახებაც ირკვევა მცირე დეტალები. მისი რჩეული უმშვენიერესი გოგონა, ჯორჯინა უცტეგია. წყვილი პირველ შვილს ელოდება.

    „თუ ბრძოლაში ვინმე უნდა მოკვდეს, ეს ჩემი ბიჭი არ იქნება", - თქვა ჯორჯინამ რამდენიმე დღის წინ, ერთ-ერთ ინტერვიუში.

    როგორც მისი ინსტაგრამ პოსტებით ირკვევა, საყვარელ მამაკაცს მაქსიმალურად ამხნევებს.

    „დღეს ჩემს საუკეთესო მეგობარს, ცხოვრების თანამგზავრს და ჩემი ცხოვრების სიყვარულს აქვს შესაძლებლობა იბრძოლოს თავისი ოცნებისთვის. ძალიან ვამაყობ შენით და შენი თითოეული მიღწევით. შენი სურვილი, იყო ყოველდღე უკეთესი და თავმდაბალი, რომ უკეთეს ადამიანად და პროფესიონალად ჩამოყალიბდე, ჩემს გულს ავსებს დიდი აღტაცებით, პატივისცემით და სიყვარულით.

    ღვთის წყალობა და კურთხევა გვაქვს. ჩემს თვალში შენ ყოველ დღე ჩემპიონი ხარ, შენი ოცნებებისთვის მებრძოლი. მიყვარხარ დღეს, ხვალ და სამუდამოდ,“ - წერს ახალგაზრდა ქალი.

    ტეგები:
    Facebook კომენტარები