• 18-02-2024
    "დაიმატე მბაპე!" - ლაპორტას პასუხი გულშემატკივარს
    "დაიმატე მბაპე!" - ლაპორტას პასუხი გულშემატკივარს
    Author of the article
    Aa

    როგორც მოგეხსენებათ, ბოლო დღეებში ყველა ავტორიტეტულმა წყარომ დაადასტურა, რომ კილიან მბაპე სეზონის ბოლოს "პარი სენ ჟერმენს" დატოვებს. მაშასადამე, თავის ახალ გუნდს იგი თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება.

    ამან "ბარსელონას" ზოგიერთ გულშემატკივარს 25 წლის მეგავარსკვლავის საყვარელ გუნდში ხილვის იმედი გაუჩინა. ერთ-ერთმა მათგანმა ხმა "ბლაუგრანას" პრეზიდენტსაც მიაწვდინა.

    ქომაგის მოწოდებაზე, რომ კლუბმა ზაფხულში მბაპე გააფორმოს, ლაპორტამ ასეთი პასუხი გასცა:

    "შენ არაფერი იცი."

    რას შეიძლება ლაპორტას პასუხი ნიშნავდეს, ძნელი სათქმელია, თუმცა დღევანდელი გადმოსახედიდან რომ კილიანის მომდევნო გუნდად მადრიდის "რეალი" გარდაუვლად გვესახება, ამის თქმა თავისუფლად შეიძლება.

    Facebook კომენტარები