• 19-02-2024
    "აქ გასართობად არ ვართ" - ტერზიჩი "პსვ-სთან" მატჩის წინ
    "აქ გასართობად არ ვართ" - ტერზიჩი "პსვ-სთან" მატჩის წინ
    Author of the article
    Aa

    დორტმუნდის "ბორუსია" ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის პირველ მატჩს ხვალ ჩაატარებს და "პსვ ეინდჰოვენს" სტუმრად დაუპირისპირდება.

    მატჩისწინა პრესკონფერენციაზე "შავ-ყვითლების" თავკაცმა ედინ ტერზიჩმა ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა. როგორც ახალგაზრდა სპეციალისტის განცხადებებიდან ვიგებთ, გერმანელები საქმეს სრული სერიოზულობით მოეკიდებიან.

    "აქ გასართობად არ ვართ. შემდეგ ეტაპზე გვინდა გასვლა.

    "პსვ-ს" უდიდეს პატივს ვცემთ. ეს გუნდი საკუთარ ძალებში ბოლომდეა დარწმუნებული.

    დონიელ მალენი? გუშინ და დღეს იგი თავს გაცილებით უკეთ გრძნობდა. ის სავარჯიშო მოედანზე მალე შემოგვიერთდება და ხვალინდელ მსუბუქ ვარჯიშშიც მიიღებს მონაწილეობს," - თქვა ტერზიჩმა.

    შეგახსენებთ, რომ მალენი "დორტმუნდმა" სწორედ "ფილიპს არენადან" დაიმატა. 2021 წელს გერმანელებმა ნიდერლანდურ კლუბს 30 მილიონი ევრო გადაუხადეს.

    "პსვ-სა" და "ბორუსიას" ხვალინდელი ჯახი თბილისის დროით 23:55 საათზე დაიწყება.

    Facebook კომენტარები