• 05-04-2024
    ხელფასები უნდა შემცირდეს - "ბაიერნში" ქამრებს იჭერენ
    ხელფასები უნდა შემცირდეს - "ბაიერნში" ქამრებს იჭერენ

    მაქს ებერლს და "ბაიერნის" ხელმძღვანელობას სურს, რომ კლუბში მკაცრი ფინანსური ცვლილებები გაატარონ, რაც პირველ რიგში მოთამაშეთა ხელფასებს შეეხება მომავალში. მოსალოდნელია "შემცირება" იტყობინება "Sportbuild" (@IMiaSanMia-თან). 

    კლუბის ხელმძღვანელობის განცხადებით, მაღალი, გარანტირებული და ავტომატურად მზარდი ხელფასების დღეები დასრულდა. ძალიან ბევრი მოთამაშე იღებს წელიწადში 20 მილიონ ევროს ან მეტს - ჰარი კეინი, თომას მიულერი, მანუელ ნოიერი, იოზუა კიმიხი, ლეროი სანე, სერჟ გნაბრი, კინგსლი კომანი.

    კომანის და გნაბრის შემთხვევაში, კლუბში მათ გაყიდვას განიხილავენ

    ამ ტექსტის სანახავად თქვენ უნდა გაიაროთ რეგისტრაცია.

    თუ სასურველ შეთავაზებას მიიღებენ. 


    რაც შეეხება ალფონსო დეივისს, კანადელი პირველი იყო, ვისაც კლუბის ახალი გეგმები უშუალოდ შეეხო. ბაიერნმა მას უარი უთხრა ხელფასის წელიწადში 20 მილიონ ევრომდე გაზრდასთან დაკავშირებით, წარუდგინდა საბოლოო შეთავაზება (12-13 მილიონი ევრო) და პასუხის დაბრუნება აღდგომამდე მოსთხოვა. 

    "ეს უსამართლობაა": განაცხადა დეივისის აგენტმა ნიკ ჰუოსემ. "ჩვენ ახლოს ვიყავით შეთანხმებასთან ერთი წლის წინ. ხოლო მას შემდეგ, რაც კლუბის ხელმძღვანელობა შეიცვალა, შვიდი თვე არაფერი გაგვიგია. 

    "ახლა ულტიმატუმს გვიყენებენ და 2 კვირაში პასუხს ელიან, რადგან კლუბში ბევრი პრობლემაა და დიდი დრო დასჭირდა მენეჯმენტის ცვლილებებს? ეს უსამართლობაა" 

    შეგახსენებთ, რომ 23 წლის კანადელი განაპირა მცველის შეძენით "რეალ მადრიდი" და სხვა ევროპული გრანდები არიან დაინტერესებული.

    Facebook კომენტარები