• 11-04-2024
    როლები განაწილებულია - როგორი იქნება ანჩელოტის ტაქტიკა განმეორებით მატჩში
    როლები განაწილებულია - როგორი იქნება ანჩელოტის ტაქტიკა განმეორებით მატჩში

    Relevo-სა და რამდენიმე სხვა მადრიდული სანდო წყაროს თანახმად, კარლო ანჩელოტი აპირებს გაიმეოროს მსგავსი სისტემა და ტაქტიკა, რომელიც გამოიყენა "მანჩესტერ სიტის" წინააღმდეგ გამართულ პირველ მატჩში. მხარეები ერთმანეთს ამჯერად Etihad-ზე დაუპირისპირდებიან, მომავალ სამშაბათს.

    ეს ნიშნავს, რომ ანჩელოტი გაიმეორებს 4-4-2 ფორმაციას, რომელშიც როდრიგო კვლავ მარცხენა შემტევის როლს მოირგებს. ვინისიუსი კი ოდნავ მაღლა ითამაშებს, როგორც ცრუ ცხრიანი. გასათვალისწინებელია, რომ ვინი კლასიკური მარცხენა გარემარბის პოზოციაზე თამაშობდა, სანამ როდრიგო მარცხნივ შესანიშნავად ათამაშდებოდა.

    ეს "ახალი" სისტემა საშუალებას აძლევს ფედე ვალვერდესა და კიდევ ერთ ნახევარმცველს, დატვირთონ მარჯვენა მხარე და უზრუნველყონ მეტოქის ზეწოლა. ალბათ, სწორედ ამან მისცა საშუალება ურუგვაელს თვეების შემდეგ მისი პირველი გოლი გაეტანა, თანაც როგორი მნიშვნელობის.

    ჯუდ ბელინგემის როლი კი იგივე დარჩება - თავისუფლად მოძრავი ნახევარმცველი, რომელსაც  უფლება აქვს ჩავიდეს საჯარიმოში, ამავდროულად კი შავი სამუშაოც შეასრულოს ნახევარდაცვის ხაზში.

    კიდევ ერთი მოსალოდნელი ცვლილება ლუკა მოდრიჩი იქნება, რომელიც ტონი კროოსთან ერთად ძირითადიდან დაიწყებს. ანჩელოტის ეს საშუალებას მისცემს მეორე ტაიმში დასვენებული კამავინგა და ბრაჰიმ დიასი ჩართოს.

    იტალიელი სპეციალისტი ასევე მიანიშნებდა ედერ მილიტაოს სასტარტო თერთმეტეულში დაყენებაზე, განმეორებით მატჩში. ეს მეტწილად დამოკიდებული იქნება ბრაზილიელის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, თუ ედერი ტრავმიდან სრულიად გამოკეთებული იქნება, გეგმაში ის რუდიგერის მეწყვილედ ჩუამენს ჩაანაცვლებს. 

    Facebook კომენტარები