• 12-04-2024
    კიდევ ერთი აღიარება! - ირაკლი აზაროვი კვირის სიმბოლურ გუნდში მოხვდა
    კიდევ ერთი აღიარება! - ირაკლი აზაროვი კვირის სიმბოლურ გუნდში მოხვდა

    დონეცკის “შახტარმა” უკრაინის ჩემპიონატის 23-ე ტურის შეხვედრაში შინ რუხის “ლვოვი” მიიღო და ანგარიშით 3:1 იმარჯვა.

    საგულისხმოა, რომ აღნიშნულ მატჩში ბრწყინვალე შთაბეჭდილება დატოვა “შახტარის” ახაპგაზრდა ქართველმა განაპირა მცველმა ირაკლი აზაროვმა.

    აზაროვს კარგი თამაში დაუფასდა და Sport Arena-მ უკრაინის ჩემპიონატის 23-ე ტურის სიმბოლურ გუნდშიც დაასახელა.

    ცნობისთვის, 22 წლის ირაკლი აზაროვის აქტივში მიმდინარე სეზონში 2 საგოლე გადაცემაა.

    Facebook კომენტარები