• 18-04-2024
    თურქეთის ნაკრების მწვრთნელმა ევრო 2024-ის წინ მთავარი მიზანი დასახა
    თურქეთის ნაკრების მწვრთნელმა ევრო 2024-ის წინ მთავარი მიზანი დასახა

    როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე F ჯგუფში თურქეთთან, პორტუგალიასთან და ჩეხეთთან ერთად მოხვდა.

    თურქეთის ნაკრების თავკაცმა, ვინჩენცო მონტელამ La Gazzeta Dello Sport-თან საინტერესო ინტერვიუ ჩაწერა:

    "პირველად ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი პირველ ადგილზე დავასრულეთ და ამბავმა იმედიანად განგვაწყო. გასულ შეხვედრებში ჩვენი შესაძლებლობები კარგად გამოჩნდა. შედეგად, ევრო 2024-სგანაც ბევრს ველით. ჩვენი მიზანი მაღალ დონეზე თამაშია. საკუთარ თავში დარწმუნებულები უნდა ვიყოთ და მჯერა, რომ ეს კარგ შედეგს მოიტანს, თანაც, არა მხოლოდ – ჯგუფურ ეტაპზე. მინდა, რომ ევროპირველობაზე ჩვენი გამოსვლით მთელმა თურქეთმა იამაყოს". - განაცხადა მონტელამ.

    Facebook კომენტარები