• 18-04-2024
    VIDEO: მარტინესის სიგიჟე - როცა მე-2 ყვითელს იღებ, მერე კი პენალტების სერიას იგებ
    VIDEO: მარტინესის სიგიჟე - როცა მე-2 ყვითელს იღებ, მერე კი პენალტების სერიას იგებ
    Author of the article
    Aa

    ემილიანო მარტინესმა საფეხბურთო სამყაროს მორიგი შოუ აჩუქა.

    კონფერენს ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის განმეორებით მატჩში "ლილმა" ბირმინგემის "ასტონ ვილას" 2:1 მოუგო, თუმცა ვინაიდან "ვილა პარკზეც" ანალოგიური ანგარიში გახლდათ დაფიქსირებული, გამარჯვებულის გამოსავლენად პენალტების სერია გახდა საჭირო.

    არგენტინელმა გოლკიპერმა "მასტიფების" დარტყმული 2 თერთმეტმეტრიანი მოიგერია და "ლომები" ნახევარფინალში გაიყვანა.

    სხვათა შორის, პენალტების სერიის მიმდინარეობისას დიბუს მსაჯმა ყვითელი ბარათი უჩვენა, ეს კი მისთვის მატჩში მე-2 გახლდათ. ბევრმა შეიძლება ჩათვალა კიდეც, რომ ემილიანოს მოედნიდან გააძევებდნენ, თუმცა იმ საფეხბურთო წესმა, რომლის პრაქტიკაში გამოყენებასაც ძალიან იშვიათად ვაწყდებით ხოლმე, იგი მინდორზე დატოვა.

    გამარჯვება 31 წლის მეკარემ ცეკვითა და "ლილის" ფანების დადუმების ჟესტით აღნიშნა. მოედნიდან იგი "ასტონ ვილას" სტაფის წევრებმა იძულებით გაიყვანეს.

    Facebook კომენტარები