• 19-04-2024
    "ბარსელონა" დანი ოლმოს შეძენას ეცდება
    "ბარსელონა" დანი ოლმოს შეძენას ეცდება
    Author of the article
    Aa

    "ბარსელონამ" ზაფხულში დანი ოლმოს ტრანსფერის განხორციელებაზე ზრუნვა უკვე დაიწყო, - იუწყება Mundo Deportivo-ს ჟურნალისტი, ფერან მარტინესი. წყაროს თანახმად, კლუბი ამას ძალიან სერიოზულად უდგება.

    "ლაიფციგის" ესპანელი შემტევის აგენტები და მამა ცოტა ხნის წინ დეკუს შეხვდნენ. შეხვედრა ჰარმონიულად წარიმართა. აგენტებმა იციან, რომ დანი "ბლაუგრანას" აშკარა სამიზნეა. პრიორიტეტი მიენიჭება ტრანსფერის ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე დახურვას.

    ოლმოს გამოსასყიდი თანხა 60 მილიონი ევროა. ნაკლებსავარაუდოა, რომ "წითელმა ხარებმა" შემტევი ამ თანხაზე იაფად გაყიდონ.

    "ლურჯ-ბროწეულისფერთათვის" საუკეთესო ვარიანტი ამ თანხის ნაწილ-ნაწილ გადახდა იქნებოდა. გარდა ამისა, კლუბმა ჯერ შემოსავალზე უნდა იზრუნოს, რასაც ახალი სასპონსორო ხელშეკრულება ან ფეხბურთელების გაყიდვა დასჭირდება.

    "ბარსაში" იმედოვნებენ, რომ დანის აგენტებთან არსებული კარგი ურთიერთობა ტრანსფერის განხორციელებაში დიდ როლს ითამაშებს.

    მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 22 მატჩში 25 წლის ესპანელმა თავი 8 გოლითა და 5 ასისტით გამოიჩინა.

    Facebook კომენტარები