• 20-04-2024
    ბუდუ “ჰერტასთან” შედვედრას გამოტოვებს? - უახლესი ცნობები
    ბუდუ “ჰერტასთან” შედვედრას გამოტოვებს? - უახლესი ცნობები

    როგორც მოგეხსენებათ, “კარლსრუე” ბუნდესლიგა 2-ის 30-ე ტურის შეხვედრაში ბერლინის “ჰერტას” დაუპირისპირდება.

    “კარლსრუეს” თავკაცის, კრისტიან აიხნერის თქმით, დიდი შანსია, რომ ზემოხსენებული მატჩი ბუდუ ზივზივაძემ გამოტოვოს.

    საქმე იმაშია, რომ ქართველ ფეხბურთელს ვირუსი შეეყარა, რის გამოც 2 დღეა ვარჯიშს ვერ ახერხებს.

    ცნობისთვის, ბუდუმ მიმდინარე სეზონში ბუნდესლიგა 2-ში ჩატარებულ 26 მატჩში 10 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა შეასრულა.

    Facebook კომენტარები