• 21-04-2024
    საუკეთესო იყო! - რა შეფასება დაიმსახურა მიქაუტაძემ “ლე ავრის” წინააღმდეგ
    საუკეთესო იყო! - რა შეფასება დაიმსახურა მიქაუტაძემ “ლე ავრის” წინააღმდეგ

    როგორც მოგეხსენებათ, “მეცი” ლიგა 1-ის 30-ე ტურის შეხვედრაში “ლე ავრს” ესტუმრა და ანგარიშით 0:1 იმარჯვა.

    შეხვედრის ერთადერთი გოლის ავტორი “მეცის” 23 წლის თავდამსხმელი, გიორგი მიქაუტაძე გახდა, რომელმაც ზედიზედ მე-3 მატჩში შეძლო გოლის გატანა.

    გავლენიანი გამოცემა, Sofascore-ის ვერსიით, მიქაუტაძემ 7.7 შეფასება დაიმსახურა, რაც ორივე გუნდში საუკეთესო მაჩვენებელი გახლდათ.

    ცნობისთვის, მიქაუტაძემ მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 16 შეხვედრაში 10 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა შეასრულა.

    Facebook კომენტარები