• 26-04-2024
    "მან ევროზე უნდა ითამაშოს და გაფრთხილება სჭირდება" - "ვოტფორდის" ახალი მთავარი მწვრთნელის განცხადება
    "მან ევროზე უნდა ითამაშოს და გაფრთხილება სჭირდება" - "ვოტფორდის" ახალი მთავარი მწვრთნელის განცხადება

    "ვოტფორდშო" დაახლოებით 1 თვის წინ ახალ მთავარ მწვრთნელად ტომ კლევერლი დაინიშნა.

    როგორც მოგეხსენებათ, ჩემპიონშიფის გუნდში საქართველოს ნაკრების წევრი გიორგი ჩაკვეტაძე ირიცხება.

    მათ შემაგდენლობაში ჩაკვემ ბოლოს 10 აპრილს ითამაშა, მას შემდეგ ქართველს ტრავმა აწუხებს.

    ცნობილია, რომ ეს დღეებია გიორგი გუნდისგან განცალკევებით, ინდივიდუალურად მწვრთნელთან ერთად, ვარჯიშობს:

    ქართველი ნახევარმცველის მდგომარეობასთან დაკავშირებით "ვოტფორდის" ახალმა თავკაცმა მედიასთან ისაუბრა და თქვა, რომ მას გაფრთხილება სჭრიდება:

    "ჩაკვეტაძეს საზარდულის ტრავმა აწუხებს. მას ზაფხულში საქართველოსთან ერთად ევროპის ჩემპიონატზე თამაში ელის, ამიტომაც უნდა გავუფრტხილდეთ", - თქვა კლევერლიმ.

    აქვე გეტვოთ იმასაც, რომ ჩაკვე "სანდერლენდთან" მატჩს სწორედ ამ ტრავმის გამო გამოტოვებს.

    Facebook კომენტარები