ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ჯახი - ალექსანდრე თოფურიას ძალიან ცნობილი მეტოქე შეურჩიეს ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ჯახი - ალექსანდრე თოფურიას ძალიან ცნობილი მეტოქე შეურჩიეს » Footballnews ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ჯახი - ალექსანდრე თოფურიას ძალიან ცნობილი მეტოქე შეურჩიეს
გათიშვა

ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ჯახი - ალექსანდრე თოფურიას ძალიან ცნობილი მეტოქე შეურჩიეს

ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ჯახი - ალექსანდრე თოფურიას ძალიან ცნობილი მეტოქე შეურჩიეს
2 თვის და 2 კვირის წინ
ალექსანდრე გავაშელი

UFC-ის ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის მებრძოლმა, ბრაის მიტჩელმა ალექსანდრე თოფურიასთან ჩხუბის ინტერესი გამოხატა.

აღსანიშნავია, რომ UFC-ში ქართველის დებიუტი თებერვალში, UFC 312-ზე შედგა, სადაც "კონკისტადორმა" ავსტრალიელი კოლბი თიქნესი მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა. შემდეგ კი ოქტომბერში ბეკზატ ალმახანის სძლია.

გამოცემა "AS"-ის ინფორმაციით, მიტჩელთან დაახლოებული წყაროები ამბობენ, რომ ბრაისს სურს, რომ ალექსანდრეს დაუპირისპირდეს. 

ასეე იწერება, რომ პოტენციური ბრძოლა შესაძლოა UFC Houston-ზე შედგეს, რომელიც 21 თებერვალსაა ჩანიშნული.

შეგახსენებთ, რომ ილია თოფურია და ბრაის მიტჩელი ერთმანეთს 2022 წლის დეკემბერში შეხვდნენ და მაშინ, ქართველმა მებრძოლმა მეორე რაუნდში გაიმარჯვა. 

რაც შეეხება ალექსანდრეს, მისი რეკორდი MMA-ში 7 მოგება და 1 წაგება არის.

FACEBOOK კომენტარები