ძალიან სასიამოვნო ინფორმაცია საქართველოსთვის უკრაინასთან მატჩის წინ ძალიან სასიამოვნო ინფორმაცია საქართველოსთვის უკრაინასთან მატჩის წინ » Footballnews ძალიან სასიამოვნო ინფორმაცია საქართველოსთვის უკრაინასთან მატჩის წინ
გათიშვა

ძალიან სასიამოვნო ინფორმაცია საქართველოსთვის უკრაინასთან მატჩის წინ

ძალიან სასიამოვნო ინფორმაცია საქართველოსთვის უკრაინასთან მატჩის წინ
1 საათის და 3 წუთის წინ
ნიკა მშვილდაძე

ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრების მეტოქის, უკრაინის ეროვნული გუნდის მწვრთნელმა ანდრეა მალდერამ შემადგენლობა გამოაცხადა. 

ადრე ცნობილი გახდა, რომ ტრავმის გამო ჩვენს მოწინააღმდეგეს „ბრენტფორდის“ შემტევი იგორ იარმოლიუკი ვერ დაეხმარება. 

ახლა კი იტყობინებიან, რომ ვერც თავდამსხმელი არტიომ დოვბიკი (რომა) და ნახევარმცველი ალექსანდრ ანდრიევსკი (პოლესე) ვერ ითამაშებენ. 

პირველი ტრავმირებულია, ხოლო მეორემ აპენდიციტის ოპერაცია გაიკეთა. მათ ნაცვლად იგორ კრასნოპირი (კარპატი) და ალექსანდრ პიხალენოკი (კიევის დინამო) გამოიძახეს. 

მალდერას „ოლიმპიაკოსის“ ფორვარდის რომან იარემჩუკის დიდი იმედი აქვს, რომელიც „ოლიმპიაკოსში“ სათამაშო პრაქტიკის გარეშე იყო, მაგრამ რაც მაროკოელი აიუბა ელ კააბი დაშავდა, ძირითად შემადგენლობაშია. 

უკრაინის ნაკრების განაცხადი ასეთია:

მეკარეები: ანატოლი ტრუბინი (ბენფიკა), დმიტრი რიზნიკი (შახტარი), გეორგი ერმაკოვი (ხარკოვი)

მცველები: ილია ზაბარნი (პსჟ), ნიკოლაი მატვიენკო, ვალერი ბონდარი (ორივე  შახტარი), ტარას მიხავკო (დინამო), ედუარდ სარაპიი, ბოგდან მიხაილიჩენკო (ორივე პოლესე), ალექსანდრ დრამბაევი (ლნზ), ვიტალი მიკოლენკო (ევერტონი), ილია კრუპსკი (ხარკოვი)

ნახევარმცველები: ოლეგ ოჩერეტკო, იგორ ნაზარინა (ორივე შახტარი), ვლადიმირ ბრაჟკო, ნიკოლაი შაპარენკო, ალექსანდრ პიხალენოკი (ყველა დინამო), გეორგი სუდაკოვი (ბენფიკა), ივან ვარფომელეევი (ლინკოლნი)

თავდამსხმელები: მაქსიმ ხლანი (გურნიკი), ვიქტორ ციგანკოვი (აიაქსი), ალექსანდრ ზუბკოვი (აეკ), ანდრეი იარმოლენკო, მატვეი პონომარენკო (ორივე დინამო), ალექსანდრ ნაზარენკო (პოლესე), არტიომ სტეპანოვი (უტრეხტი), დანილ სიკანი (ანდერლეხტი), ვლადისლავ ვანატი (ჟირონა), რომან იარემჩუკი (ოლიმპიაკოსი), იგორ კრასნოპირი (კარპატი)


გირჩევთ