ოფიციალურად - ცნობილია, ვის შეხვდება არმან ცარუკიანი გრეპლინგის მატჩში ოფიციალურად - ცნობილია, ვის შეხვდება არმან ცარუკიანი გრეპლინგის მატჩში » Footballnews ოფიციალურად - ცნობილია, ვის შეხვდება არმან ცარუკიანი გრეპლინგის მატჩში
გათიშვა

ოფიციალურად - ცნობილია, ვის შეხვდება არმან ცარუკიანი გრეპლინგის მატჩში

ოფიციალურად - ცნობილია, ვის შეხვდება არმან ცარუკიანი გრეპლინგის მატჩში
1 თვის და 2 კვირის წინ
ალექსანდრე გავაშელი

არმან ცარუკიანი Telegram-არხზე გამოაცხადა, რომ მისი მომდევნო მეტოქე ჯორჯიო პულასი იქნება - ბრძოლა RAF Wrestling League-ში გაიმართება.

შეხვედრა 28 თებერვალსაა ჩანიშნული და გაიმართება ქალაქ ტემპეში (აშშ, არიზონა).

ცარუკიანმა RAF ლიგაში დებიუტი 10 იანვარს შედგა — იმ ბრძოლაში მან ამერიკელი ლენს პალმერი ვადაზე ადრე დაამარცხა. მთლიანობაში, კარიერის განმავლობაში გრეპლინგსა და ჭიდაობაში ხუთი გამარჯვება აქვს, ერთი შეხვედრა კი ფრედ დასრულდა.

მანამდე 29 წლის მებრძოლმა UFC-ის მსუბუქ წონაში რეიტინგის პირველი ადგილი დაკარგა, თუმცა ორგანიზაციის საერთო pound-for-pound რეიტინგში მე-15 პოზიცია შეინარჩუნა. MMA-ში მისი რეკორდია 23 გამარჯვება და 3 მარცხი.


FACEBOOK კომენტარები