UFC-ის მებრძოლს, არმან ცარუკიანს, სოციალური ქსელების ქართველი მომხმარებლები ბოლო დროს ხშირად აკრიტიკებენ. ამის მიზეზი კი ძირითადად UFC-ის ქართველ ჩემპიონთან, ილია თოფურიასთან დაკავშირებით არმანის კომენტარებია.
რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელებში არმანისა და მისი ძმის, არტურ ცარუკიანის ხმოვანი შეტყობინებებიც გავრცელდა, სადაც ისინი ილიასა და ქართველების შესახებ ისე საუბრობენ, რომ ქართველების გაღიზიანება გამოიწვიეს.
ახლახან არტურ ცარუკიანმა ვიდეო მიმართვა ჩაწერა, სადაც ქართველ ხალხს ბოდიშს უხდის:
"გამარჯობა, მეგობრებო. მინდა, ბოლოდროინდელ სიტუაციასთან დაკავშირებით ჩემი აზრები გაგიზიაროთ. ბოდიში მინდა მოვუხადო ქართველ ხალხს - ყველას, ვინც ეს ვიდეო ნახა და შესაძლოა იფიქრა, რომ ქართველი ხალხი მძულს.ეს აპრიორი გამორიცხულია, რადგან მე და ჩემს ძმას ბავშვობიდან გვასწავლიდნენ, რომ ქართველები და სომხები მოძმე ხალხია.
ჩვენ საქართველოში დავიბადეთ და ამ ქვეყანასთან ძალიან ბევრი რამ გვაკავშირებს, ამიტომ მსგავსი რამ უბრალოდ შეუძლებელია. ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ ჩემი ძმის ლანძღვა და ტალახში ამოსვრა დაიწყეს. ავენთე, კამათში ჩავები, ზოგიერთმა "გენიოსმა“ კი ყველაფერი ისე წარმოაჩინა, თითქოს ქართველები მძულს.
მინდა მათ მივმართო და ვუთხრა: თქვენს საქმეს მიხედეთ, გეთაყვა, სპორტსმენებს ხელს ნუ უშლით, ამ კონფლიქტში ნუ ერევით და თრეშ-თოქს გულთან ახლოს ნუ მიიტანთ. ეს მათი სამუშაოს ნაწილია. სულ ეს არის", - ამბობს არტურ ცარუკიანი.
ლეგიონერები
დინამო თბილისი
დინამო ბათუმი
იბერია 1999
გაგრა
ტორპედო
თელავი
სამგურალი
დილა
ჩემპიონთა ლიგა
ევროპა ლიგა
კონფერენს ლიგა
პრემიერ ლიგა
ერთა ლიგა
ლა ლიგა
სერია ა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
ერედივიზიონი
მანჩესტერ იუნაიტედი
ლივერპული
მანჩესტერ სიტი
ჩელსი
არსენალი
ტოტენჰემი
რეალი
ბარსელონა
ატლეტიკო
სევილია
ვალენსია
იუვენტუსი
ნაპოლი
მილანი
ინტერი
რომა
ლაციო
ბაიერნი
დორტმუნდი
ლაიფციგი
პსჟ
ლიონი
მონაკო
მარსელი
აიაქსი
ბენფიკა
პორტუ