რა თანხა გამოიმუშავა ილია სულამანიძემ ლოზანაში ოქროს მედლისთვის რა თანხა გამოიმუშავა ილია სულამანიძემ ლოზანაში ოქროს მედლისთვის » Footballnews რა თანხა გამოიმუშავა ილია სულამანიძემ ლოზანაში ოქროს მედლისთვის
გათიშვა

რა თანხა გამოიმუშავა ილია სულამანიძემ ლოზანაში ოქროს მედლისთვის

რა თანხა გამოიმუშავა ილია სულამანიძემ ლოზანაში ოქროს მედლისთვის
2 კვირის წინ
ალექსანდრე გავაშელი

შვეიცარიის ქალაქ ლოზანაში მიმდინარე ძიუდოს გრანდ სლემზე ილია სულამანიძე (100 კგ) ოქროს მედლის მფლობელი გახდა – ქართველმა სპორტსმენმა ფინალში ნიდერლანდელი სიმეონ კატარინა დაამარცხა.

დღესვე ბრინჯაოს მედლისთვის გურამ თუშიშვილი (+100) იჭიდავებს, მისი მეტოქე არაბთა გაერთიანებული საამიროების ნაკრების წევრი მაგომედომარ მაგომედომაროვი იქნება.

გრანდ სლემზე საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ორი ოქროს მედალია – 28 აგვისტოს ტურნირის გამარჯვებული მსოფლიოსა და ევროპის მოქმედი ჩემპიონი, ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ) გახდა.

აღნიშნული გამარჯვებისთვის ილია სულამანიძე 5000 დოლარს მიიღებს, საიდანაც 1000 დოლარი მის მწვრთნელს ერგება.

გირჩევთ