14-04-2022

“ნაპოლის” დირექტორი: კვარაცხელიას დიდი ხნის განმავლობაში ვაკვირდებოდით

ავტორი
ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლიში" ტრანსფერი მხოლოდ დროის ამბავია. ახალგაზრდა ფეხბურთელი იტალიურ გუნდს ზაფხულში შეუერთდება.
ნეაპოლური გუნდის დირექტორმა მედიასთან მცირე კომებტარი გააკეთა:
"კვარაცხელიას დიდი ხნის განმავლობაში ვაკვირდებოდით, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ის დავიმატოთ. მას მშვენიერი ტექნიკა და შესაძლებლობები აქვს ჩვენს გუნდში სათამაშოდ." - განაცხადა კრისტიანო ჯიუნტოლიმ.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელია ამჟამად ბათუმის "დინამოს" ღირსებას იცავს, ახალგაზრდა ფეხბურთელი ჩვენი ქვეყნის ჩემპიონებს ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზეც დაეხმარება.
ტეგები:
Facebook კომენტარები