• 05-07-2023
    კიდევ ერთი სუპერთასი საქართველოში?! - არის თუ არა შესაძლებელი, ფინალს ბათუმმა უპასპინძლოს
    კიდევ ერთი სუპერთასი საქართველოში?! - არის თუ არა შესაძლებელი, ფინალს ბათუმმა უპასპინძლოს

    ქართულ მედიაში ვრცელდება ცნობები, რომ შესაძლოა ევროპის სუპერთასი ბათუმის ახალ სტადიონზე გაიმართოს. 

    როგორც იწერება, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ამ საკითხზე აქტიურად მუშაობს. 

    ასეთივე ინფორმაცია გავრვცელდა ჯერ კიდევ 2019 წელს როდესაც სტადიონი მშენებლობის პროცესში იყო. სტადიონი უეფას IV კატეგორიას აკმაყოფილებს და სუპერთასის მზგავსი კატეგორიის სტადიონზე გამართვა სავსებით შესაძლებელია. 

    აქვე შეგახსენებთ, რომ საქართველოში სუპერთასი ერთხელ უკვე გაიმართა, 2015 წელს თბილისში "დინამო არენაზე", სადაც "ბარსელონასა" და "სევილიას" შორის დაუვიწყარი მატჩი ვიხილეთ.

    Facebook კომენტარები