• 16-07-2023
    ზომერი “ბაიერნს” ტოვებს! - მამარდაშვილის შანსები იზრდება
    ზომერი “ბაიერნს” ტოვებს! - მამარდაშვილის შანსები იზრდება

    როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ნაკრებისა და “ვალენსიას” 22 წლის მეკარეს, გიორგი მამარდაშვილს საოცარი სეზონი ჰქონდა.

    ქართველმა მეკარემ არაერთი ტოპ გუნდის ყურადღება მიიქცია. მათ შორის გამოსარჩევი კი მიუნხენის “ბაიერნი” გახლავთ.

    გავლენიანი გერმანული გამოცემა Bild-ის ინფორმაციით, “ბაიერნი” მზად არის, რომ გუნდიდან იან ზომერი 10 მილიონი ევროს სანაცვლოდ გაუშვას, თუმცა გუნდმა ჯერ მისი შემცვლელი უნდა იპოვოს.

    უდიდესი ალბათობით, შვეიცარიელი მეკარე კარიერას მილანის “ინტერში” გააგრძელებს.

    “ბაიერნი” ზომერის შემცვლელად სწორედ გიორგი მამარდაშვილს განიხილავს.

    “რეკორდმაისტერს” ქართველ მეკარეში 25-30 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს.

    ცნობისთვის, გიორგი მამარდაშვილმა გასულ სეზონში ლა ლიგაში 38-ივე შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

    Facebook კომენტარები