• 10-06-2023
    “ეს არის მიზეზი, რატომაც არსენალი გიორგი მიქაუტაძის შეძენით დაინტერესდა”, - HITC ქართველის შესახებ
    “ეს არის მიზეზი, რატომაც არსენალი გიორგი მიქაუტაძის შეძენით დაინტერესდა”, - HITC ქართველის შესახებ

    როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ნაკრებისა და “მეცის” ახალგაზრდა ფეხბურთელმა, გიორგი მიქაუტაძე გასულ სეზონში საოცარი შედეგები დააფიქსირა.

    ბრიტანული სააგენტო HITC-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “არსენალს” მიქაუტაძის დამატება ძალიან სურს:

    “თუ არსენალის შემადგენლობას გადავხედავთ, ვერ ვიტყვით, რომ სუსტია, თუმცა გუნდს ახალი თავდამსხმელი მაინც სჭირდება. პირველ რიგში, საუბარია ფლორიან ბალოგუნის გაყიდვაზე და თუ ეს მართლა მოხდება, მაშინ არსენალს 9-იანის პოზიციაზე მხოლოდ ჟესუსი და ნკეტია დარჩება.

    აღსანიშნავია, რომ არსენალის ხელმძღვანელობას გოლზე დაგეშილი ახალგაზრდა ფორვარდის მოყვანა სურთ, სწორედ ასეთია მეცის თავდამსხმელი, გიორგი მიქაუტაძე. ის ამ კრიტერიუმებს თავიდან ბოლომდე აკმაყოფილებს.

    შედეგად, ფაქტი, რომ ლონდონელები ქართველი შემტევით ინტერესდებიან, ეს გასაკვირი სულაც არაა”. - წერია სტატიაში.

    ცნობისთვის, “მეთოფეები” მზად არიან, რომ მიქაუტაძეში 17 მილიონი გირვანქა სტერლინგი გადაიხადონ.

    Facebook კომენტარები