• 31-05-2022
    3 ვარიანტი - სად შეიძლება ითამაშოს ჩაკვემ შემდეგ სეზონში
    3 ვარიანტი - სად შეიძლება ითამაშოს ჩაკვემ შემდეგ სეზონში

    საქართველოს ნაკრების 22 წლის შემტევის, გიორგი ჩაკვეტაძის მომავალი არის ერთ-ერთი უმთავრესი საკითხი, რომლის გარკვევაც ქართველ გულშემატკივარს ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე ენდომება.


    ახალგაზრდა ფეხბურთელს რომ "ჰამბურგი" არ გამოისყიდის, გადაწყვეტილი ამბავია. ეს გერმანულმა პრესამაც და "დინოზავრების" თავკაცის განცხადებებმაც ერთხმად დაადასტურეს.


    მაშასადამე, ჩაკვეს ბელგიურ "გენტში" მოუწევს დაბრუნება. გუნდში, რომელთანაც მას კარგი მოგონებები არ აკავშირებს, რასაც უამრავი მიზეზი აქვს.


    დიდი ალბათობით, გიორგის ისევ ბუფალოელთა რიგებში თამაშისკენ გული დიდად არ მიუწევს. სწორედ ესაა მიზეზი, რატომაც ქართულ პრესაში სხვა ვარიანტებზე საუბარი დაიწყო.


    ჩაკვეტაძე უკვე დაუკავშირეს თემურ ქეცბაიას "ანორთოსისს". გამოცდილმა სპეციალისტმა თავად თქვა, რომ თუ ფეხბურთელს სურვილი ექნება, მისი კვიპროსში წაყვანა შეეძლება. 


    რაც შეეხება მეორე გუნდს, იგი გიორგისთვის გაცილებით ნაცნობია - ვგულისხმობთ "დინამო თბილისს". დღეს გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, თბილისელთა წარმომადგენლები ეროვნული ნაკრების შეკრებაზე ჩამოსულ გიორგის შეხვდნენ და ტრანსფერის შანსიც განიხილეს.


    ასეა თუ ისე, აშკარაა, რომ 23 წლის ფეხბურთელს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება აქვს მისაღები. თავისუფლად შეგვიძლია თქმა, რომ ის, თუ რა ნაბიჯს გადადგამს ჩაკვე ახლა, მის კარიერაზე უდიდეს გავლენას იქონიებს.

    Facebook კომენტარები