21-08-2023

"ბოდიში მაგრამ გეებივით ვთამაშობთ" - მიქაუტაძის გუნდელს ამ სიტყვების გამო სასჯელი ემუქრება

ავტორი
გიორგი მიქაუტაძის გუნდელს და "მეცის" ფრანგ ნახევარმცველს, კევინ ნ'დორმს 10-მატჩიანი დისკვალიფიკაცია მატჩის დროს ჰომოფობიური განცხადების გამო ემუქრება.
ლიგა 1-ის მეორე ტურში "მარსელთან" გამართული მატჩის შესვენებაზე გასახდელში შესვლისას მან ეს თქვა:
"ხასიათი გვაკლია, ბოდიში მაგრამ, გეებივით ვთამაშობთ, შეშინებულები ვუტევთ და ნორმალურად დაცვაშიც ვერ ვთამაშობთ."
ეს სიტყვები ერთ-ერთი კომპანიის მიკროფონში მოხვდა და მედიაში მარტივად გავრცელდა.
ფრანგულ პრესაში იწერება, რომ ამ ყველაფერი ფრანგული სადისიპლინო კომოტეტი სამშაბათს განიხილავს.
ტეგები:
Facebook კომენტარები