• 17-06-2022
    ოფიციალურად: ნოდარ იაშვილი "ლოკომოტივის" ფეხბურთელია
    ოფიციალურად: ნოდარ იაშვილი "ლოკომოტივის" ფეხბურთელია

    29 წლის ფეხბურთელი, ნოდარ იაშვილი კარიერას თბილისის "ლოკომოტივში" გააგრძელებს. ინფორმაციას დედაქალაქური გუნდი სოციალურ ქსელში ავრცელებს.


    ნოდარმა თავისი ყოფილი გუნდი "საბურთალო" ურთიერთშეთანხმების საფუძველზე დატოვა.


    გამოცდილმა ფეხბურთელმა ახალ გუნდთან 1.5 წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.


    ცნობისთვის, 29 წლის ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 9 შეხვედრაში 1 საგოლე გადაცემის შესრულება  მოახერხა.

    Facebook კომენტარები
    მეტი სიახლის ნახვა