25-06-2022

ოფიციალურად: ოთო გოშაძე “საბურთალოს” ფეხბურთელია

ავტორი
24 წლის მეკარე, ოთო გოშაძე კარიერას თბილისის "ლოკომოტივში" გააგრძელებს. ინფორმაციას დედაქალაქური გუნდი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
ახალგაზრდა ფეხბურთელმა თბილისის "საბურთალო" ურთიერთშეთანხმების საფუძველზე დატოვა და ჯონ ვან ლეონის გუნდს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.
საგულისხმოა, რომ ოთომ ახალ გუნდთან 1.5 წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.
ცნობისთვის, 24 წლის კარის დარაჯმა მიმდინარე სეზონში ეროვნულ ლიგაში "საბურთალოს" მაისურით მონაწილეობა 10 შეხვედრაში მიიღო.
ტეგები:
Facebook კომენტარები