• 13-06-2023
    მოისწრაფიშვილს ლიგა 1-ის გუნდი აკვირდება - ახალი სატრანსფერო ცნობები
    მოისწრაფიშვილს ლიგა 1-ის გუნდი აკვირდება - ახალი სატრანსფერო ცნობები

    ფრანგული გამოცემა lesviolets-ი იტყობინება, რომ საქართველოს 21-წლამდელთა ნკარების წევრს, გიორგი მოისწრაფიშვილს ლიგა 1-ის გუნდი აკვირდება.

    წყაროს ინფორმაციით, თბილისის "დინამოს" ნახევარმცველის დამატებას საფრანგეთის თასის მოქმედი მფლობელი, "ტულუზა" განიხილავს.

    გუნდმა ლიგა 1-ში მე-13 ადგილი დაიკავა, ხელმძღვანელობა კი კლუბის გაძლიერებას გეგმავს, მედიის ცნობით სატრანსფერო სიაში მოისწრაფიშვილიც მოხვდა.

    მოგეხსენებათ, რომ გიორგი ამ ეტაპზე 21-წლამდელთა ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადება, მან ეს შანსი უნდა გამოიყენოს, რადგან ის არაერთი კლუბის რადარზეა.

    Facebook კომენტარები