• 07-09-2023
    გრიზმანი "პსჟ-ს" სურდა - რატომ არ შედგა ტრანსფერი
    გრიზმანი "პსჟ-ს" სურდა - რატომ არ შედგა ტრანსფერი
    Author of the article
    Aa

    მადრიდის "ატლეტიკოს" ფრანგი თავდამსხმელის, ანტუან გრიზმანის შეძენა გასულ ზაფხულს 25 მილიონ ევროდ გახლდათ შესაძლებელი. სწორედ ეს თანხა გახლდათ მითითებული "პატარა პრინცსა" და დედაქალაქურ კლუბს შორის გაფორმებულ კონტრაქტში მითითებული.

    32 წლის ფეხბურთელი არაბული კლუბების დაინტერესების ობიექტი გახლდათ. L'Equipe-ს თუ დავუჯერებთ, მას "პარი სენ ჟერმენიც" უმიზნებდა.

    მთავარი მიზეზი, რატომაც ტრანსფერი არ შედგა, გრიზმანის მაღალი სახელფასო მოთხოვნები გახლდათ. "პსჟ-მ" აღარ მოისურვა, რომ ლეო მესისა და ნეიმარის წასვლით შემცირებული სახელფასო ბიუჯეტი კვლავ გაეზარდა.

    რაც შეეხებათ არაბებს, ანტუანს ისინი სეზონში 50 მილიონ ევროს სთავაზობდნენ, თუმცა მისი "ვანდა მეტროპოლიტანოდან" წასვლაზე დასათანხმებლად ეს რიცხვი საკმარისი არ გამოდგა.

    ახალ სეზონში ფრანგმა 3 მატჩში მიიღო მონაწილეობა, "როხიბლანკოს" იგი 1 გოლით დაეხმარა.

    Facebook კომენტარები