• 13-06-2023
    ვინ გამოაკლდა 21-წლამდე ნაკრებს - ახალი ცნობები
    ვინ გამოაკლდა 21-წლამდე ნაკრებს - ახალი ცნობები

    როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ფეხბურთის 21-წლამდელთა ნკარები მომავალი ევროპის ჩემპიონატისთვის თბილისის ზღვაზე, ილია კოკაიას სახელობის საფეხბურთო მოედანზე აქტიურად ემზადება.

    რამაზ სვანაძის გუნდის ვარჯიშს კაპიტანი, ანზორ მექვაბიშვილი საზარდულის პრობლემების გამო გამოაკლდა, ის მზადებას ინდივიდუალურად განაგრძობს და ნაკრებს მალე დაურბუნდება.

    შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებელ მატჩს საქართველოს ასაკობრივი ნაკრები 15 ივნისს კვიპროსის წინააღმდეგ გამართავს.

    რაც შეეხება, ოფიციალურ მატჩებს, პირველი დაპირისპირება დინამო არენაზე 21 ივნისს პორტუგალიის ახალგაზრდული ნაკრების წინააღმდეგ გაიმართება, დარჩენილი თამაშები კი 24 და 27 ივნისს კვლავაც ბორის პაიჭაძის ეროვნულ სტადიონზე ჩატარდება

    Facebook კომენტარები