

კონფერენს ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ქართული კლუბები ჩაერთვნენ. თბილისის "დინამო" ესტონურ "პაიდეს" დაუხვდა. ანგარიში 22-ე წუთზე დავით სხირტლაძემ გახსნა და საკუთარ გუნდს შეხვედრის პირველი ნახევარი მოაგებინა. ესტონელებმა ანგარიშის გათანაბრება მატჩის 61-ე წუთზე შეძლეს, თუმცა ლევან ხარაბაძემ თბილისური კლუბი მალევე დააწინაურა. მიუხედავად უპირატესობისა, "დინამომ" ანგარიშის შენარჩუნება ვერ შეძლო და 81-ე წუთზე ესტონელებმა სხვაობა მეორედ აღადგინეს. მატჩის მიწურულს კი გამარჯვების გოლიც გაიტანეს. შეხვედრა 2-3 დასრულდა.
რაც შეეხება "დილასა" და "საბურთალოს," სამწუხაროდ ორივე კლუბი დამარცხდა. გორელებმა ფინეთში, "კუიპსთან" შეხვედრა 0-2 დათმეს, ხოლო "საბურთალომ" გორში მინიმალური სხვაობით, 0-1 წააგო "პარტიზანთან."
განმეორებითი მატჩები 13 და 14 ივლისს შედგება.
ფოტო: 90 წუთი