• 10-09-2023
    "ოქროს ბურთის მოგების შანსი მაქვს" - ჰოლანდის მოსაზრება ჯილდოსთან დაკავშირებით
    "ოქროს ბურთის მოგების შანსი მაქვს" - ჰოლანდის მოსაზრება ჯილდოსთან დაკავშირებით

    როგორც მოგეხსენებათ, ოქროს ბურთის დაჯილდოების ცერემონია ახლოვდება 3 ფავორიტი კი ნელ-ნელა იკვეთება.

    უმეტესობის აზრით ტოპ 3 ასე გამოიყურება: ლიონელ მესი, ერლინგ ჰოლანდი  და კევინდე ბრუინი. გამარჯვების მთავარ კანდიდატათ არგენტინელია მიჩნეული.

    იხიკეთ ჰოლანდის კომენტარი ჯილდოსთან დაკავშირებით:

    "ვთვლი თუ არა საკუთარ თავს მსოფლიოს საუკეთესო ფორვარდად? საკუთარ თავში... ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, თქვენ თავდამსხმელში რას გულისხმობთ. ეს ადვილი კითხვა არაა. მე საუკეთესოთა შორის ვარ. ვიცი, რომ ენრიკას (მისი PR მენეჯერი) უნდა საუბრისას სიტყვები ფრთხილად შევარჩიო"

    "შემიძლია თუ არა წელს "ოქროს ბურთის" მოგება? საკუთარი თავის მართლა მჯერა. ვიცი, კიდევ ძალიან შემიძლია მოვუმატო. ჯერ კიდევ ახალგაზრდა ვარ, მაგრამ ვფიქრობ, ამ სეზონში "ოქროს ბურთის" მოგების შანსი მაქვს", - განაცხადა ნორვეგიელმა.

    Facebook კომენტარები