• 18-09-2023
    "ეს ჟესტი არაპროფესიონალური იყო" - "ნაპოლის" ყოფილმა ფეხბურთელმა ხვიჩა გააკრიტიკა
    "ეს ჟესტი არაპროფესიონალური იყო" - "ნაპოლის" ყოფილმა ფეხბურთელმა ხვიჩა გააკრიტიკა
    Author of the article
    Aa

    როგორც მოგეხსენებათ, სერია ა-ს გასულ ტურში რუდი გარსიამ ხვიჩა კვარაცხელია შეხვედრის 89-ე წუთზე შეცვალა.

    ამ ყველაფერმა ქართველი ვინგერის უკმაყოფილება გამოიწვია, რაც მან ჟესტებით გამოხატა.

    ამასთან დაკავშირებით კომენტარი "ნაპოლის" ყოფილმა ფეხბურთელმა, ემანუელე კალაიომ გააკეთა.

    "ეს ჟესტი არ იყო პროფესიონალური, შენ უკვე გამოიმუშავებ ბევრ ფულს, მოედანზე შედის შენი ერთ-ერთი თანაგუნდელი, ამიტომ პატივი უნდა სცე მას და მწვრთნელს. 

    "მეორე მხრივ - ანგარიში 2:2-ია, 4 წუთი გრჩება და კვარა არის მოთამაშე, რომელსაც ნებისმიერ მომენტში შეუძლია რაღაცის გაკეთება, თუნდაც პენალტის მოპოვება, ამ დროს ძერბინის გამოყვანას, რომელსაც არასდროს უთამაშია, რა აზრი აქვს?", - განაცხადა კალაიომ.

    Facebook კომენტარები