• 06-10-2023
    "რეალმა" თანამშრომელი "ბარსასთვის" მადლობის გადახდის გამო გაუშვა
    "რეალმა" თანამშრომელი "ბარსასთვის" მადლობის გადახდის გამო გაუშვა
    Author of the article
    Aa

    ბრიტანულმა The Athletic-მა გაავრცელა მეტად საინტერესო ინფორმაცია, რომელიც მადრიდის "რეალში" "ბარსელონასადმი" არსებულ დამოკიდებულებას კარგად უსვამს ხაზს.

    წყაროს თანახმად, "სამეფო კლუბმა" თავისი ახალგაზრდული გუნდის სამწვრთნელო შტაბის წევრი, ადრია დიასი "ბლაუგრანასთვის" მადლობის გადახდის გამო გაათავისუფლა.

    დიასს კატალონიური წარსული აქვს. როცა დედამისს სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს, "ლურჯ-ბროწეულისფრებმა" მას დიდი დახმარება გაუწიეს. სწორედ ამის გამო მოისურმა ადრიამ სამადლობელი წერილის დაწერა.

    აღნიშნულ ინფორმაციას ჟურნალისტი ხორხე კალაბრესი გამოეხმაურა და დაწერა, რომ დიასმა "სამეფო კლუბიდან" წასვლა თავად მოითხოვა, რადგან "ლეგანესში" მას საერთაშორისო სკოლების დირექტორის თანამდებობა ელოდება.

    ის, თუ რა არის სიმართლე, მაინც რთული გასაგებია, რამეთუ The Athletic-იც საკმაოდ ავტორიტეტულ წყაროდ ითვლება.

    Facebook კომენტარები