• 08-10-2023
    2 ფეხბურთელი, რომელიც ჩავიმ, შესაძლოა, "გრანადასთან" მატჩში დაასვენოს
    2 ფეხბურთელი, რომელიც ჩავიმ, შესაძლოა, "გრანადასთან" მატჩში დაასვენოს
    Author of the article
    Aa

    ჟურნალისტმა როჯერ ტერილიომ კატალონიის "ბარსელონას" შესახებ ახალი ინფორმაცია გაავრცელა.

    კერძოდ, ჩავი ერნანდესმა "გრანადასთან" მატჩში, შესაძლოა, ორი მოთამაშე დაასვენოს.

    საუბარია ილქაი გიუდოგანსა და რონალდ არაუხოზე, რომლებიც, ჟურნალისტის თქმით, შესაძლოა, სათადარიგო სკამზე ვიხილოთ.

    მიზეზი კი გადატვირთული კალენდარია. მოგეხსენებათ, ურუგვაელი ფეხბურთელი ტრავმიდან ახალი დაბრუნებულია და მწრთვნელს გარისკვა არ სურს.

    გერმანელ ნახევარმცელს კი სანაკრებო მატჩების ჩათვლით, ბევრი თამაში მოუწია, რის გამოც მას მცირე დასვენება სჭირდება.

    ცნობისთვის, აღნიშნული დაპირისპირება დღეს ჩვენი დროით 23:00 საათზე დაიწყება.

    Facebook კომენტარები