• 11-10-2023
    მნიშვნელოვანი ზარი - ჩავიმ როკეს დაურეკა
    მნიშვნელოვანი ზარი - ჩავიმ როკეს დაურეკა
    Author of the article
    Aa

    როგორც მოგეხსენებათ, "ატლეტიკო პარანაენსედან" შეძენილი ვიტორ როკეს დარეგისტრირება "ბარსელონას" მთავარი ამოცანა იქნება იანვრის სატრანსფერო ფანჯარაზე.

    Diario As-ის ინფორმაციით, ბრაზილიელი თავდამსხმელის დამატებას მოუთმენლად ელის ჩავი ერნანდესი. "ბლაუგრანას" თავკაცმა ვიტორს პირადად დაურეკა და უთხრა, რომ იანვარში იგი "ბარსაში" იქნება.

    "მაესტრომ" 18 წლის ფორვარდს მოუწოდა, მთელი კონცენტრაცია იმ ტრავმის მორჩენისკენ მიმართოს, რომელიც მან რამდენიმე კვირის წინ მიიღო.

    "ლურჯ-ბროწეულისფერთა" სამწვრთნელო შტაბში ფიქრობენ, რომ თუ ამ სეზონში რაღაც განსაკუთრებულის მიღწევა უნდათ, როკე იანვარში აუცილებლად უნდა შეუერთდეს გუნდს.

    "ბარსელონას" შემადგენლობაში სულ 19 ფეხბურთელია, ნომინალური ცენტრფორვარდი კი მხოლოდ რობერტ ლევანდოვსკი გახლავთ. აქედან გამომდინარე, ვიტორის მოსვლა არა მხოლოდ გუნდის სიღრმეს გაზრდის, არამედ პოლონელ გოლეადორსაც მისცემს მნიშვნელოვანი მატჩებისთვის დასვენების საშუალებას.

    შეგახსენებთ, რომ ბრაზილიელი სუპერტალანტის ტრანსფერი კლუბს 30 მილიონი ევრო დაუჯდა, თუმცა, მოარული ხმების თანახმად, შეთანხმებაში კიდევ 30 მილიონი ევროს ბონუსებია ჩადებული.

    Facebook კომენტარები