• 16-11-2023
    სანჩომ ტენ ჰაგისთვის ბოდიშის მოხდაზე უარი განაცხადა - ჯეიდონი გუნდს დატოვებს
    სანჩომ ტენ ჰაგისთვის ბოდიშის მოხდაზე უარი განაცხადა - ჯეიდონი გუნდს დატოვებს
    Author of the article
    Aa

    ჯეიდონ სანჩო ერიკ ტენ ჰაგისთვის ბოდიშის მოხდას არ აპირებს, ინგლისელი "მანჩესტერ იუნაიტედს" ზამთარში დატოვებს.

    ინციდენტის სათავე "არსენალთან" მატჩია, როცა ნიდერლანდელმა მთავარმა მწვრთნელმა სანჩო განაცხადში არ შეიყვანა.

    პრესკონფერენციაზე ტენ ჰაგმა განაცხადა, რომ სანჩო საკმარისად კარგად არ ვარჯიშობს, რის გამოც ვერ მოხვდა შემადგენლობაში.

    ჯეიდონმა სოციალურ ქსელში ბრალდებას უპასუხა და ტენ ჰაგი ცილისწამებაში დაადანაშაულა, რასაც დაძაბულობა მოჰყვა.

    ახალგაზრდა ინგლისელი მწვრთნელმა გუნდიდან მოკვეთა და მისგან ბოდიშის მოხდა მოითხოვა, რაზეც სანჩომ საბოლოო უარი თქვა.

    ბრიტანული მედიის ცნობით, თანაგუნდელებმა სანჩოს ურჩიეს ბოდიშის მოხდა, მაგრამ მან მოთამაშეების აზრიც არ გაითვალისწინა.

    Facebook კომენტარები