• 21-11-2023
    როგორი იქნება საქართველოს ნაკრების სასტარტო შემადგენლობა კვარას გარეშე ლუქსემბურგთან
    როგორი იქნება საქართველოს ნაკრების სასტარტო შემადგენლობა კვარას გარეშე ლუქსემბურგთან
    Author of the article
    Aa

    როგორც მოგეხსენებათ, იტალიური "ნაპოლისა" და საქართველოს ნაკრების 22 წლის ვარსკვლავი, ხვიჩა კვარაცხელია ევრო 2024-ის შესარჩევი ეტაპის პლეი ოფის ნახევარფინალურ მატჩს დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვებს.

    კვარამ საკვალიფიკაციო ციკლში 3 ყვითელი ბარათი მიიღო (2 ესპანეთთან, 1 შოტლანდიასთან), რაც მას საქართველო-ლუქსემბურგის მატჩში მონაწილეობის უფლებას ართმევს.

    ცხადია, დანაკლისი უდიდესია, მაგრამ "ჯვაროსანთა" თავკაცმა, ვილი სანიოლმა ლუქსემბურგელთა ბარიერის გადალახვა არსებული რესურსითაც უნდა სცადოს. ჩვენი აზრით, ხვიჩას გარეშე დარჩენილი ნაკრების სასტარტო შემადგენლობა ასეთი იქნება:

    მეკარე: გიორგი მამარდაშვილი

    დაცვა: ირაკლი აზაროვი, ლუკა ლოჩოშვილი, გურამ კაშია, სოლომონ კვირკველია, ოთარ კაკაბაძე

    ნახევარდაცვა: გიორგი ქოჩორაშვილი, ნიკა კვეკვესკირი, გიორგი ჩაკვეტაძე

    თავდასხმა: ზურიკო დავითაშვილი, გიორგი მიქაუტაძე

    ცხადია, არაა გამორიცხული, რომ ნაკრების განაცხადში მარტისთვის ოთარ კიტეიშვილი და საბა ლობჟანიძეც დაბრუნდნენ. დიდი იმედი გვაქვს, რომ ასეც იქნება, რაც სანიოლს ვარირების კიდევ უფრო დიდ საშუალებას მისცემს.

    შეგახსენებთ, რომ მატჩი ბორის პაიჭაძის სახელობის არენაზე, 21 მარტს გაიმართება.

    Facebook კომენტარები